---
title: "მუხლი 117. ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/117"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "117"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 117. ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 117 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/117

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი უნაღდო ანგარიშსწორებით ახლო ნათესავს, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირს. თუ ფულადი გზავნილი ნაღდი ფულის სახით არის გამოგზავნილი, ის ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ გადაეცემა და გამომგზავნს უბრუნდება.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის გაგზავნის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს/ მსჯავრდებულს დაზარალებულისთვის ამანათის გაგზავნის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/116.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/118.md
