---
title: "მუხლი 130. სამეურნეო სამუშაოები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/130"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "130"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 130. სამეურნეო სამუშაოები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 130 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/130

1. პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვა ფორმდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

2. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის მსჯავრდებულს მიეცემა ანაზღაურება.

3. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

4. პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვისა და ამორიცხვის, მის მიერ ამ სამუშაოების შესრულების წესი, აგრეთვე მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შექმნას მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო.
თავი XXI
ბრალდებულის/მსჯავრდებულის განათლება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/129.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/131.md
