---
title: "მუხლი 131. ბრალდებულის/მსჯავრდებულის განათლება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/131"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "131"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 131. ბრალდებულის/მსჯავრდებულის განათლება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 131 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/131

1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად.

2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გასაგებ ენაზე.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/130.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/132.md
