---
title: "მუხლი 132. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ზოგადი განათლება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/132"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "132"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 132. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ზოგადი განათლება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 132 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/132

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამით. ეს პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. ამ პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.

3. პენიტენციურ დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/131.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/133.md
