---
title: "მუხლი 133. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული განათლება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/133"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "133"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 133. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული განათლება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 133 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/133

1. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა შეექმნას პირობები პროფესიული განათლების მისაღებად.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების დროს უპირატესობა ენიჭება იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც პენიტენციურ დაწესებულებაშია შესაძლებელი.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/132.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/134.md
