---
title: "მუხლი 136. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ამოცანები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/136"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "136"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 136. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ამოცანები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 136 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/136

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:
ა) მსჯავრდებულისთვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება;
ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა;
გ) მსჯავრდებულის განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;
დ) მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადება;
ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.

2. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/135.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/137.md
