---
title: "მუხლი 142. მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/142"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "142"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 142. მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 142 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/142

1. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნება და სამსახურის ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.

2. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მსჯავრდებულისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს მისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე.

3. სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
წიგნი IV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
თავი XXIV
გარდამავალი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/141.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/143.md
