---
title: "მუხლი 16. მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/16"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "16"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/16

1. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გასავლელად დადგენილია შემდეგი ასაკობრივი შეზღუდვა:
ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 60 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 65 წელი.

2. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული მოსამსახურე უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე, სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ მოსამ­სახ­ურეს სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის ან/და მისი ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, მინისტრის ბრძანებით შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლამ­დე ვადით. ეს არ გამორიცხავს მოსამსახურის სამსახურიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/17.md
