---
title: "მუხლი 19. მოსამსახურის წახალისება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/19"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "19"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. მოსამსახურის წახალისება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/19

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი ან/და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამინისტროს/სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამინისტროს/სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამინისტროს/სამსახურის მედლით დაჯილდოება;
თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება.

2. შესაძლებელია მოსამსახურის მიმართ წახალისების რამდენიმე ფორმის ერთდროულად გამოყენება.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისთვის (გამბედაობისთვის) მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე.

4. მოსამსახურის წახალისების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/20.md
