---
title: "მუხლი 22. მოსამსახურის სამუშაო დრო — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/22"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "22"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. მოსამსახურის სამუშაო დრო — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 22 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/22

1. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეებისთვის ან/და ცალკეული მოსამსახურეებისთვის დადგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო ან/და მუშაობის განსხვავებული პირობები, კერძოდ:
ა) მოსამსახურისთვის დადგენილია არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე;
ბ) მოსამსახურისთვის (გარდა ცვლაში მომუშავე მოსამსახურისა) დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობა ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში მას ანაზღაურება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, გარდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეებისთვის დგინდება თანაბარი ხანგრძლივობის ცვლები;
დ) მოსამსახურეები მინისტრის ბრძანებით შეიძლება განსაკუთრებულ რეჟიმზე იქნენ გადაყვანილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/23.md
