---
title: "მუხლი 25. მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/25"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "25"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/25

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მოსამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.

2. მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.

3. სახელმწიფო იცავს მოსამსახურის ღირსებას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ღირსების შელახვა, მისთვის ხელის შეშლა, წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

4. მოსამსახურემ, რომელმაც იცის ან შეიძლება იცოდეს აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების შესახებ, მის შესრულებაზე უარი უნდა თქვას და უნდა აცნობოს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფსა და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

5. მოსამსახურე უფლებამოსილია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

6. მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ან/და მისი ოჯახის წევრისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის უსაფრთხოებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სახელმწიფო უზრუნველყოფს.

7. სამსახურის პროფესიული დღე ყოველი წლის 8 სექტემბერს აღინიშნება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/26.md
