---
title: "მუხლი 26. მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/26"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "26"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/26

1. მოხელეს, აგრეთვე სამსახურის გენერალურ დირექტორს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეს სახელმ­წი­ფო სპეციალური წოდებები ენიჭებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქო­­ნე თანამდებობების შესაბამის ზღვრულ სპეციალურ წოდებებს განსაზღვრავს მინისტრი.

3. სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „სახელ­მ­წი­ფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტ­რის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/27.md
