---
title: "მუხლი 28. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმა), სამსახურებრივი მოწმობა — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/28"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "28"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმა), სამსახურებრივი მოწმობა — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/28

1. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეები სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როგორც წესი, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით) ახორციელებენ. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) განმასხვავებელი ნიშნებისა და ემბლემების ნიმუშებსა და გამოყენების წესს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამტკიცებს მინისტრი.

3. მოსამსახურე ატარებს სამსახურებრივ მოწმობას. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი VI
მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა, სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება და სამსახურში აღდგენა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/29.md
