---
title: "მუხლი 3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება სივრცეში და პირთა წრის მიმართ — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/3"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "3"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება სივრცეში და პირთა წრის მიმართ — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/3

1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა გამოიყენება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესით.

3. არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნასა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/4.md
