---
title: "მუხლი 4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძვლები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/4"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "4"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძვლები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/4

1. პატიმრობის აღსრულების საფუძველია პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება.

2. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ.
თავი II
პენიტენციური სისტემის ორგანიზება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/5.md
