---
title: "მუხლი 41. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/41"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "41"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 41 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/41

1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით, აგრეთვე დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.

2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით, აგრეთვე დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/41-1.md
