---
title: "მუხლი 42. შეტყობინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/42"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "42"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. შეტყობინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 42 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/42

1. პატიმრობის დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს და ბრალდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს.

2. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ბრალდებულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს შესაბამისი განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/41-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/43.md
