---
title: "მუხლი 43¹. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/43-1"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "43^1"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43¹. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 43¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/43-1

1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებისას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუში მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

3. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №342 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/44.md
