---
title: "მუხლი 43. ბრალდებულთა რეესტრი/მსჯავრდებულთა რეესტრი — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/43"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "43"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. ბრალდებულთა რეესტრი/მსჯავრდებულთა რეესტრი — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 43 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/43

ბრალდებული, რომელიც პატიმრობის დაწესებულებაში მიიღება ამ კოდექსის შესაბამისად, აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში, ხოლო მსჯავრდებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიგზავნება ამავე კოდექსის შესაბამისად, − მსჯავრდებულთა რეესტრში. ბრალდებულთა რეესტრი/მსჯავრდებულთა რეესტრი შეიძლება იწარმოებოდეს ელექტრონული ფორმით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/43-1.md
