---
title: "მუხლი 46. ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის პირობები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/46"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "46"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის პირობები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 46 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/46

1. პატიმრობის დაწესებულებაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

2. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებული პირი საკანში თავსდება.

3. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირები პენიტენციურ დაწესებულებაში ცალ-ცალკე თავსდებიან. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველსაყოფად. ეს წესი გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე სხვა ბრალდებულებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/47.md
