---
title: "მუხლი 50. ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/50"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "50"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 50 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/50

1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით, 2 დღე-ღამემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან დაკავშირებით, ან თუ აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა. ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/51.md
