---
title: "მუხლი 51. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/51"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "51"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 51 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/51

1. ბრალდებული პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას სარგებლობს:
ა) ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით;
ბ) უფლებით, პენიტენციური დაწესებულების კონტროლითა და საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და ჰქონდეს სატელეფონო საუბარი ამ კოდექსის 115-ე და 116-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2. ბრალდებულის თანხმობით მასთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ბრალდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებზე ვრცელდება ამ კოდექსის 136-ე და 137-ე მუხლები ბრალდებულის სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. ბრალდებული პატიმრობის დაწესებულებიდან თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
თავი XI
თავისუფლების აღკვეთის აღსრულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/52.md
