---
title: "მუხლი 54. მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/54"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "54"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/54

1. მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდა განესაზღვრა, მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება დატოვებულ იქნეს პატიმრობის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია იმ ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის, სადაც იგი რისკის გათვალისწინებით განთავსდებოდა, და რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია პატიმრობის დაწესებულებაში. პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულის გადაადგილების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება ფორმდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/55.md
