---
title: "მუხლი 55. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღების წესი — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/55"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "55"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღების წესი — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 55 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/55

1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ ამ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე/მოსამსახურეები აღნიშნული დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.

2. მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მოვალეობები, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, აგრეთვე მის მიმართ წაყენებული სხვა მოთხოვნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/56.md
