---
title: "მუხლი 56. მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/56"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "56"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 56 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/56

1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით თავსდებიან:
ა) ქალები;
ბ) არასრულწლოვანები;
გ) პირველად მსჯავრდებული პირები;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილი პირები;
ე) პირები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათი წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება საფრთხე შეექმნას;
ვ) განსაკუთრებით საშიში პირები, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გარშემომყოფთ.

2. პენიტენციური დაწესებულების სამკურნალო განყოფილებაში განცალკევებით თავსდებიან არამართვადი ინფექციური დაავადების მქონე პირები.

3. მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.
თავი XII
პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირება. პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/57.md
