---
title: "მუხლი 6. სამსახური — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/6"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "6"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სამსახური — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/6

1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი, სამსახურის დებულება, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.

2. სამსახური აერთიანებს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

3. სამსახურს ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები.

4. სამსახურისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.

5. სამსახურის საშტატო ნუსხას მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/7.md
