---
title: "მუხლი 60. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/60"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "60"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 60 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/60

1. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად ცნობილი პირი გადაყვანილი იქნება პატიმრობის დაწესებულებაში.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულზე აღნიშნული დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ვრცელდება საშიშროების შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები/პირობები. გამომძიებლის/პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება მსჯავრდებულს შეეზღუდოს პაემნის, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/61.md
