---
title: "მუხლი 61. პენიტენციური დაწესებულების დაცვა — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/61"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "61"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. პენიტენციური დაწესებულების დაცვა — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 61 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/61

1. პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე მისი გარე პერიმეტრის (მათ შორის, პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის) დაცვას უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება პენიტენციური დაწესებულების შიდა უსაფრთხოების სისტემაზე.

2. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ცალკეულ შემთხვევებში სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები.

3. პენიტენციური დაწესებულებისა და სამსახურისადმი დაქვემდებარებული სხვა ობიექტების დაცვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/62.md
