---
title: "მუხლი 68. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/68"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "68"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 68 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/68

მასობრივი არეულობის შემთხვევაში, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღსაკვეთად, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების სამსახურის ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/69.md
