---
title: "მუხლი 73. დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/73"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "73"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 73 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/73

ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს, უფლება აქვს:
ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;
ბ) დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში ჰქონდეს დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დრო და საშუალება;
გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
დ) დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მოითხოვოს მის განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს ისინი;
ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/74.md
