---
title: "მუხლი 76. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/76"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "76"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 76 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/76

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების მისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს მისი აღსრულების გადავადებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/75.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/77.md
