---
title: "მუხლი 83. დისციპლინური პატიმრობის აღსრულების ორგანიზება და კონტროლი — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/83"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "83"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. დისციპლინური პატიმრობის აღსრულების ორგანიზება და კონტროლი — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 83 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/83

1. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. დისციპლინური პატიმრობის აღსრულების ორგანიზებისა და კონტროლის განხორციელება სამსახურს ეკისრება.

2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. დისციპლინური პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში.
თავი XIV
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემოწმება და მონიტორინგი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/84.md
