---
title: "მუხლი 86. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლები — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/86"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "86"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 86. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლები — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 86 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/86

1. მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება:
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;
ბ) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;
გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას;
დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო;
ე) ამნისტიით ან შეწყალებით;
ვ) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადებისას.

2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/85.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/87.md
