---
title: "მუხლი 87. მსჯავრდებულის გათავისუფლების საერთო წესი — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/87"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "87"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. მსჯავრდებულის გათავისუფლების საერთო წესი — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 87 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/87

1. მსჯავრდებული გათავისუფლებისას ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს. თუ მისი გათავისუფლების დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას ეძლევა სათანადო ცნობა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

3. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა.

4. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი არ აქვს ან ის არ შეეფერება შესაბამის სეზონს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მას უსასყიდლოდ გადასცეს ამ სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.

5. მსჯავრდებულს მის პირად საბანკო ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრულად განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/86.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/88.md
