---
title: "მუხლი 95. იურიდიული დახმარება — პენიტენციური კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/95"
law: "პენიტენციური კოდექსი"
article: "95"
identifier: "3988-XIIIმს-Xმპ"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95. იურიდიული დახმარება — პენიტენციური კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პენიტენციური კოდექსი, მუხლი 95 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/95

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრა არ შედის ამ კოდექსით გათვალისწინებულ პაემნებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/94.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6009420-penitentsiuri-kodeksi/96.md
