---
title: "მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/1"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასა და ტურისტული საქმიანობის სუბიექტებსა და მიმართულებებს, აწესრიგებს ტურისტულ საქმიანობას, აგრეთვე განსაზღვრავს ტურისტის, როგორც მომხმარებლის, უფლებებსა და გარანტიებს, ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობებს, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებსა და ვალდებულებებს, ტურიზმის სფეროში კერძო და საჯარო თანამშრომლობის მექანიზმებს, ტურისტის უსაფრთხოებასა და ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/2.md
