---
title: "მუხლი 11¹. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაცია — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/11-1"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "11^1"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11¹. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაცია — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 11¹ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/11-1

1. ტურისტული საქმიანობის სუბიექტების შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღრიცხავს ტურისტული საქმიანობის სუბიექტებს და ამუშავებს შესაბამის მონაცემებს.

2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები − ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) − ვალდებული არიან ტურისტული საქმიანობის შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში.

3. ტურისტული საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის დაწყების ან შეწყვეტის ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში წერილობით მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სათანადო ინფორმაცია.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/12.md
