---
title: "მუხლი 15. წინასახელშეკრულებო ინფორმაციის სავალდებულო ხასიათი და  ხელშეკრულების დადება — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/15"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. წინასახელშეკრულებო ინფორმაციის სავალდებულო ხასიათი და  ხელშეკრულების დადება — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/15

1. ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“, „გ“−„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და იგი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ტუროპერატორი ან/და ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) ვალდებულია  ხელშეკრულების დადებამდე ტურისტს მისთვის მკაფიო და გასაგები ფორმით აცნობოს წინასახელშეკრულებო ინფორმაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

2. თუ ტუროპერატორმა ან/და ტურისტულმა სააგენტომ (ტურაგენტმა) ტურისტს არ მიაწოდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დამატებითი ხარჯის შესახებ, მას არ წარმოეშობა დამატებითი ხარჯების გაწევის ვალდებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/16.md
