---
title: "მუხლი 24. ტუროპერატორთან დაკავშირება ტურისტული სააგენტოს (ტურაგენტის) საშუალებით — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/24"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ტუროპერატორთან დაკავშირება ტურისტული სააგენტოს (ტურაგენტის) საშუალებით — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/24

ტურისტს უფლება აქვს, პაკეტის შესრულებასთან დაკავშირებული შეტყობინებები, მოთხოვნები და საჩივრები პირდაპირ გაუგზავნოს ტურისტულ სააგენტოს (ტურაგენტს), რომელთანაც იგი შეიძინა. ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) ვალდებულია აღნიშნული შეტყობინებები, მოთხოვნები და საჩივრები დაყოვნების გარეშე გადაუგზავნოს ტუროპერატორს. ტურისტული სააგენტოსთვის (ტურაგენტისთვის) გაგზავნილი შეტყობინება ტუროპერატორისთვის გაგზავნილად მიიჩნევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/25.md
