---
title: "მუხლი 3. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/3"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/3

1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია ტურიზმის ეკონომიკური სექტორის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, ტურიზმის სფეროში დასაქმების ხელშეწყობა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.

2. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია:
ა) ტურისტული საქმიანობის მხარდაჭერა, მისი განვითარებისთვის ხელსაყრელი  სამართლებრივი და ეკონომიკური პირობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა;
ბ)  ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
დ) ტურისტული რესურსების დაცვა ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის;
ე) შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შექმნა და ტურისტებისა და ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა;
ვ)  ტურიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების უზრუნველყოფა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/4.md
