---
title: "მუხლი 33. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურება — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/33"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურება — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/33

1. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების წესი დგინდება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.

3. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. საქართველოს მთავრობა დადგენილებით ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხას და მათი განხორციელების წესს, აგრეთვე განსაზღვრავს რისკის შემცველ ტურისტულ მომსახურებებს, რომელთა მიმწოდებლებს ევალებათ, ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის სადაზღვევო მოწმობა (პოლისი), ასევე ადგენს დაზღვევის  პირობებს და მისი განხორციელების წესს.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/34.md
