---
title: "მუხლი 37. ტურისტული  გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშანი — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/37"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. ტურისტული  გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშანი — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/37

1. ტურისტული გიდის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს გასცემს ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.

2. ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს, აგრეთვე ამ ნიშნის ფორმას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

3. ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებში და დაცულ ტერიტორიებზე  შესვლისთვის დაწესებული გადასახდელის გადახდისგან.

4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მფლობელი პირებისთვის დააწესოს სხვა სახის წამახალისებელი შეღავათები.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.
თავი VIII
დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/38.md
