---
title: "მუხლი 40. რეკლამის წესები — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/40"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. რეკლამის წესები — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/40

1. დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებების რეკლამა უნდა იძლეოდეს წინასახელშეკრულებო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას და უთითებდეს ადგილს, სადაც შეიძლება მისი მიღება.

2. თუ მოვაჭრე მომხმარებელს პირადად სთავაზობს დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებას სარეკლამო ღონისძიების ან ფასდაკლების აქციის ფარგლებში, მოვაჭრემ გარკვევით უნდა მიუთითოს აქციის კომერციული მიზნისა და ხასიათის შესახებ.

3. დროის განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტი არ შეიძლება რეკლამირებულ იქნეს, როგორც ინვესტიცია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს აქციის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/41.md
