---
title: "მუხლი 43. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგები — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/43"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგები — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/43

1. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებით წყდება მხარეების ვალდებულება ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით.

2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს რაიმე სახის ხარჯი, გადასახადი იმ მომსახურებისთვის, რომელიც შეიძლება გაწეული ყოფილიყო ხელშეკრულებიდან გასვლამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/44.md
