---
title: "მუხლი 44. წინასწარი გადახდის აკრძალვა — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/44"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. წინასწარი გადახდის აკრძალვა — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/44

1. აკრძალულია დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენებისა და გაცვლის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული რაიმე წინასწარი გადახდა, გარანტიების უზრუნველყოფა, თანხის ანგარიშზე განთავსება, ვალის აღიარება ან ნებისმიერი სხვა პირობის შეთავაზება მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან რომელიმე მესამე მხარის სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის დასრულებამდე.

2. აკრძალულია გადაყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რაიმე წინასწარი გადახდა, გარანტიების უზრუნველყოფა, თანხის ანგარიშზე განთავსება, ვალის აღიარება ან ნებისმიერი სხვა პირობის შეთავაზება მომხმარებლის მიერ მოვაჭრის ან რომელიმე მესამე მხარის სასარგებლოდ რეალური გაყიდვის დაწყებამდე ან გადაყიდვის ხელშეკრულების სხვაგვარად შეწყვეტამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/45.md
