---
title: "მუხლი 45. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/45"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "45"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/45

1. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების შემთხვევაში გადახდა ხორციელდება გადახდის გრაფიკის მიხედვით. აკრძალულია ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის ნებისმიერი სახით გადახდა, რომელიც განსხვავდება გადახდის გრაფიკისგან. გადახდები, საწევრო შენატანის ჩათვლით, ყოველწლიურ, თანაბარ შენატანებად უნდა დაიყოს. მოვაჭრემ გადახდასთან დაკავშირებული წერილობითი მოთხოვნა უნდა გაგზავნოს გადახდის ყოველ თარიღამდე სულ მცირე 14 კალენდარული დღით ადრე. მოთხოვნა უნდა შესრულდეს წერილობით ან სხვა ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით.

2. მომხმარებელს მეორე მიმდინარე შენატანის შემდეგ შეუძლია დაჯარიმების გარეშე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რისთვისაც მან ყოველ ჯერზე შენატანის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოვაჭრეს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება. ეს უფლება გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/46.md
