---
title: "მუხლი 46. დამხმარე ხელშეკრულების შეწყვეტა — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/46"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "46"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. დამხმარე ხელშეკრულების შეწყვეტა — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/46

1. თუ მომხმარებელი იყენებს დროის განაწილების ხელშეკრულებიდან ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ნებისმიერი სხვა დამხმარე ხელშეკრულება ავტომატურად უნდა შეწყდეს ისე, რომ მომხმარებელს არ დაეკისროს რაიმე სახის ხარჯი.

2. თუ საფასური სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა მოვაჭრემ ან მესამე მხარემ მომხმარებლისთვის მიცემული კრედიტის მეშვეობით, მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის შეთანხმების საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება უნდა შეწყდეს მომხმარებლისთვის ნებისმიერი სახის ხარჯის დაკისრების გარეშე, თუკი მომხმარებელი გამოიყენებს დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/47.md
