---
title: "მუხლი 5. ტურიზმის მდგრადი განვითარება — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/5"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ტურიზმის მდგრადი განვითარება — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/5

1. საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას, რაც გულისხმობს რესურსების მართვას იმგვარად, რომ შესაძლებელ იქნეს ეკონომიკური და  სოციალური მიზნების მიღწევა ისე, რომ შენარჩუნებული იყოს კულტურული თვითმყოფადობა, არსებითი ეკოლოგიური პროცესები და ბიომრავალფეროვნება.

2. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს:
ა) ტურიზმის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და განხორციელების მონიტორინგს;
ბ) ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სხვადასხვა მიზნით გამოყენების პირობების განსაზღვრისას ტურისტული ინტერესებისა და პოტენციალის გათვალისწინებას;
გ) ტურიზმის სექტორის განვითარების დაგეგმვისა და მართვის პროცესში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას;
დ) ტურისტული რესურსების რაციონალურ გამოყენებას;
ე) ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას, განათლებასა და ჩართულობას ტურიზმის განვითარების პროცესში, მათ შორის, ტურიზმის განვითარების პროგრამებში.
თავი III
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/6.md
