---
title: "მუხლი 50. გარდამავალი დებულებები — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/50"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "50"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. გარდამავალი დებულებები — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/50

1. საქართველოს მთავრობამ:
ა) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630);
ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპები, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვების ან/და გაუქმების წესი და პირობები;
გ) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630);
დ) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა და მათი განხორციელების წესი, აგრეთვე რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების ტექნიკური რეგლამენტი;
ე) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630);
ვ)  2026 წლის 1 იანვრამდე მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება;
ზ) 2027 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის IV თავით განსაზღვრული სტანდარტული ფორმები;
თ) 2027 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის VIII თავით განსაზღვრული სტანდარტული ფორმები;
ი) 2030 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს გადახდისუუნარობისგან დაცვის უზრუნველყოფის ოდენობის გამოთვლის წესი და პროცედურა;
კ) ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში დაამტკიცოს „კურორტების შესახებ“ დადგენილება;
ლ) უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა:
ა) 2027 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა;
ბ) 2026 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი, საქმიანობის წესი და სტანდარტი;
ბ
1
) 2025 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ტურისტული გიდის სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესი და ტურისტული გიდის სერტიფიცირების წესი;
ბ
2
) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელ პირთა (პერსონალის) სერტიფიცირების წესი და პირობები;
გ) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630);
დ) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630);
ე)
(ამოღებულია - 28.05.2026, №1630)
;
ვ) 2030 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ტურისტული პაკეტებისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურებების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების შესახებ ანგარიშის ფორმა;
ზ) 2030 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ტუროპერატორისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის გადახდისუუნარობისგან დაცვის სერტიფიკატის ფორმა;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4276 – ვებგვერდი, 27.06.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №150 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1135 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/51.md
