---
title: "მუხლი 51. დასკვნითი დებულებები — ტურიზმის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/51"
law: "ტურიზმის შესახებ"
article: "51"
identifier: "matsne 6012850"
adopted: "2023-12-15"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. დასკვნითი დებულებები — ტურიზმის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტურიზმის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/51

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 6 მარტის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №13-14 (45-46/13), 12 აპრილი, 1997, გვ.

3).

2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-6−მე-9 და მე-11−47-ე მუხლებისა და 49-ე მუხლის მე-2−მე-11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის მე-12 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

3¹. ამ კანონის მე-12 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.

4. ამ კანონის მე-6−მე-9 მუხლები და 49-ე მუხლის მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ კანონის მე-11 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

6. ამ კანონის 36-ე მუხლის პირველი−მე-4 და მე-6 პუნქტები და 37-ე მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.

7. ამ კანონის 33-ე−35-ე მუხლები, 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 49-ე მუხლის მე-7−მე-9 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

8. ამ კანონის მე-13−26-ე და 38-ე−47-ე მუხლები და 49-ე მუხლის მე-2−3
1
პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.

9. ამ კანონის 49-ე მუხლის მე-4 და 4
1
პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.

10. ამ კანონის 27-ე−32-ე მუხლები და 49-ე მუხლის მე-5−6
1
პუნქტები ამოქმედდეს 2030 წლის 1 ივნისიდან.

11. ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი−1
3
პუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4276 – ვებგვერდი, 27.06.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №150 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
15 დეკემბერი 2023 წ.
N3969-XIIIმს-Xმპ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/50.md
